სასწავლო პროექტი

                                                   სასწავლო პროექტის გეგმა 
1. პროექტის სახელწოდება:     "ჩვენ და სუფთა გარემო"
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით:       ჩვენს ირგვლივ სისუფთავის მნიშვნელობის გაცნობა, გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან. პირადი ჰიგიენის დაცვა.
3. პროექტის აქტუალობა:      ეს პროექტი გამოირჩევა  აქტუალობით, რადგან იგი უშუალოდ დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების წესთან და გარემო პირობებთან, მოსწავლეები ისწავლიან როგორ  დაიცვან სისუფთავე  კლასში, გაუფრთხილდნენ გარემოს  და  დაიცვან  დაბინძურებისაგან.
4. პროექტის მიზანი:    მოსწავლეები ისწავლიან  გარემოსთან დამოკიდებულებას და სისუფთავის მნიშვნელობას .  მათ განუვითარდებათ თანამშრომლობითი, სოციალური უნარ-ჩვევები.  შეეჩვევიან   იზრუნონ ერთმანეთზე და გარემოზე. დაიცვან სისუფთავე,როგორც სკოლაში ,ასევე სკოლის გარეთ.
5.მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი-მეოთხე კლასი
6. ვადები , ხანგრძლივობა: 1-2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შიძლება შეიქმნას: გარემოზე დაკვირვების , მასალების შეგროვების , თანამშრომლობის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება. გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან . ბანერის და საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება, ფოტომასალის შეგროვება. ხელნაკეთი სანაგვე ურნის შექმნა.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ხელთათმანები, ცელოფნის პარკები, მაკრატელი, კარდონის დეკორატიული ქაღალდები. პრინტერი. საღებავები. ბანერი  , ფოტო მასალა. ფოტო აპარატი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები არჩევითობის პრინციპით დაიყოფიან 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული დავალებაა. კერძოდ: დაახარისხონ მოძიებული ინფორმაცია, ჩამოწერონ კარგი და ცუდი  თვისებები, რომელთა გამოყენებითაც ადამიანები აყენებენ ზიანს გარემოს.  მოიფიქრონ 10 წესი, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. კონკრეტული დავალების შესრულების შემდეგ თითოეულ ჯგუფს ევალება  გამართოს დისკუსია,   იმსჯელონ და გააკეთონ დასკვნები "ჩვენ და სუფთა გარემო", წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით. დაგეგმავენ აქციას "ბუნება ჩვენი მეგობარია"; მოსწავლეები  დაგეგმავენ  სკოლის დასუფთავებას, დაარიგებენ ბუკლეტებს და გააკრავენ ბანერს. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოათავსებენ თავიან დამზადებულ სანაგვე ურნებს; აქტივობების მსვლელობას აკვირდება მასწავლებელი და აკეთებს ჩანაწერებს.  . 
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გეოგრაფიასთან, ბუნებისმეტყველებასთან  კავშირი

 ს. გ. 4 .2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით ( წყვილში , გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად .

11. პროექტის ხელმძრვანელი(მასწავლებელი): ქეთევან თედორაძე
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ketitedoradze4@mail.ru
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:https://ketevantedoradze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий